ნათია თურნავა - დეპოზიტების შემცირებული დოლარიზაცია ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას ასახავს

ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას დოლარიზაციის შემცირებაზე, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მარტის მდგომარეობით, 2024 წლის ბოლოსთან შედარებით, სესხების დოლარიზაცია 0.7%-ით შემცირდა და 42.5% შეადგინა.

„ასევე მცირდება დეპოზიტების დოლარიზაცია, რაც მეტწილად ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას ასახავს. კერძოდ, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, 2024 წელთან შედარებით დეპოზიტების დოლარიზაცია 5.6 პპ-ით - 46.6%-მდე შემცირდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების ცალკეული მოთხოვნები განაახლა.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის მდგრადობას და აღნიშნა, რომ უმოქმედო სესხების წილი მინიმუმზეა, საკრედიტო პორტფელი კი სექტორულად დივერსიფიცირებულია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე