ალუდა ღუდუშაური - ყველას მოუწევს, პატივისცემა გამოხატოს განსხვავებული აზრის მიმართ - ადამიანები იქცევიან აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, არავის აქვს უფლება, სხვას მიაყენოს შეურაცხყოფა და სიძულვილი, შუღლი გააჩაღოს

გვესმის ყველაფერი, ათასგვარი უბედურება, რომელიც პირდაპირ მიმართულია სხვისი ბულინგისკენ - ესეც სამწუხარო რეალობა და მათი ქმედებების გამოძახილია, რომ ჩვენ გვიწევს ისეთი ზომების მიღება, რომელიც თავის თავში ყველას უნდა გააჩნდეს. ამის საჭიროება არც უნდა იდგეს, მაგრამ იმდენად ზღვარსგადასულია მათი ეს ქმედებები, რომ ყოველგვარ წითელ ხაზს მიღმა არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა მისასალმებელია და ყველას მოუწევს, რომ პატივისცემა გამოხატოს განსხვავებული აზრის მიმართ.

“მისასალმებელია [ინიციატივა]. მედიას მინდა გთხოვოთ, რომ თვალყური მიადევნოთ ამ ყველაფერს, რომ თუ ვინმე იქნება ამის მოწინააღმდეგე და კრიტიკოსი, ძალიან ძირეულად დაუსვათ კითხვები და ჩაჰყვეთ მათ, რატომ არიან წინააღმდეგები. არ შეიძლება ის აღვირახსნილობა, რომ ადამიანებს თითქოსდა აქვთ პასუხისმგებლობა, მაგრამ სინამდვილეში იქცევიან აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ. არავის აქვს უფლება, სხვას მიაყენოს შეურაცხყოფა და სიძულვილი, სიბოროტე, შუღლი გააჩაღოს. გვესმის ყველაფერი, ათასგვარი უბედურება, რომელიც პირდაპირ მიმართულია სხვისი ბულინგისკენ. სინამდვილეში მათი მხრიდან ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური ტერორი. ათასგვარ სიბინძურეს აკეთებენ და ძალ-ღონეს არ იშურებენ. ამიტომ, ეს [ინიციატივა] არის უბრალოდ მისასალმებელი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ურთიერთპატივისცემა. ყველას მოუწევს, რომ პატივისცემა გამოხატოს განსხვავებული აზრის მიმართ.

ესეც სამწუხარო რეალობა და მათი [ოპოზიციის] ქმედებების გამოძახილია, რომ ჩვენ გვიწევს ისეთი ზომების მიღება, რომელიც თავის თავში ყველას უნდა გააჩნდეს. ამის საჭიროება არც უნდა იდგეს, მაგრამ იმდენად ზღვარსგადასულია მათი ეს ქმედებები, რომ ყოველგვარ წითელ ხაზს მიღმა არიან. ისინი აკეთებენ არა პოლიტიკას, არამედ სიბოროტეს, აღვივებენ დაპირისპირებას, ათასგვარ ცილისწამებას, უბედურებას, შეურაცხყოფას პირდაპირი მისამართით და ამ ყველაფერს ხედავს, მათ შორის, ჩვენი მომავალი, ბავშვები და მთელი ქვეყანა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას, გვაქვს ეს პოზიტიური პასუხისმგებლობა, რომ ეს იყოს დარეგულირებული და რაც ყველაზე მთავარია, ამის აღსრულების ეფექტური მექანიზმი არსებობდეს”, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და ამავდროულად მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა