ალეკო ელისაშვილის ადვოკატი - 37-იანი წლების „ტროიკებსაც“ კი შეშურდებოდა, რომ უცნობი ძაღლებით ადამიანი გაესამართლებინათ - საქმეში არსებობს ძაღლების მიერ „ჩატარებული“ ბუნდოვანი კვლევა

37-იანი წლების „ტროიკებსაც“ კი შეშურდებოდა, რომ უცნობი ძაღლებით ადამიანი გაესამართლებინათ. საქმეში არსებობს ძაღლების მიერ „ჩატარებული“ ბუნდოვანი კვლევა, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის კიდევ ერთ ეპიზოდზე ბრალდებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ალეკო ელისაშვილის მიმართ წარდგენილ ახალ ბრალთან დაკავშირებით საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.

„დღევანდელმა სასამართლო პროცესმა ცხადყო ის, რომ მინიმალური სამართლიანობის პირობებშიც კი შეუძლებელია, ეს საქმე არსებითი განხილვის მოსამართლეს გადაეცეს. დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი ძირითადი მტკიცებულებები, რაც არც არსებობს ამ საქმეში. ერთადერთი მტკიცებულებაა, ექსპერტის დასკვნა - ძაღლების მიერ გარკვეული „ამოცნობა“. აღმოჩნდა, რომ უსაბუთო ძაღლები არიან, ჩვენ მოსამართლეს წარვუდგინეთ ნიმუშად, თუ როგორი საბუთი აქვს ზოგადად შინაურ ცხოველს, ჩვენი მიზანი იყო, ეს მოსამართლეს ენახა.

არათუ ძაღლების კვალიფიკაციაა სადავო, არამედ, ძაღლების დოკუმენტაციაც კი არ არის საქმეში, რაღაც ჰიპოთეტურდ რაღაცებზე საუბარი და დავა, აბსურდია, აბსურდის თეატრია ეს საქმე მთლიანად, ერთადერთი გამონაკლისია, როცა საქმეში ერთი მოწმეც არაა და მხოლოდ და მხოლოდ, რაღაც ძაღლებზეა ბრალდება დაყრდნობილი.... ეს რა თქმა უნდა, მართლმსაჯულებისათვის საფრთხის შემცველია. აქამდე ორი მოწმის ჩვენება მაინც უნდა ყოფილიყო და პირდაპირ კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს, 37-იანი წლების „ტროიკებსაც“ კი შეშურდებოდა, რომ უცნობი ძაღლებით ადამიანი გაესამართლებინათ. ასეთი რამ მსოფლიო მართლმსაჯულებაში არ მომხდარა და იმედია, ჩვენთან არ მოხდება. იმედია, ჩვენ არ ვიქნებით ადამიანის უფლებების მხრივ უკუსვლის პიონერები.

საქმეში მოწმე, რომელიც ბრალდებულს მომხდართან დააკავშირებს, არ არსებობს. ერთადერთი, საქმეში არსებობს ძაღლების მიერ „ჩატარებული“ ბუნდოვანი კვლევა“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

ალეკო ელისაშვილისთვის წარდგენილი აღნიშნული ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხება.

ცნობისთვის, კიდევ ერთ ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა