ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორი - გამოძიება პირველივე დღიდან მიმდინარეობდა, დაინიშნა ექსპერტიზები, როცა მტკიცებულებები შეიკრიბა და დანაშაულის ჩამდენი გამოიკვეთა, მოხდა ბრალის წარდგენა

გამოძიება პირველივე დღიდან მიმდინარეობდა, დაინიშნა ექსპერტიზები, გამოთხოვილი იქნა ინფორმაციები, როცა მტკიცებულებების შეკრება მოხდა და დანაშაულის ჩამდენი პირი გამოიკვეთა, დაუყოვნებლივ მოხდა ბრალის წარდგენა, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის კიდევ ერთ ეპიზოდზე ბრალდებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ გიგაურმა განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნასაც და განაცხადა, რომ სასამართლოში გამოკვლევის ეტაპზე, ექსპერტებს შესაბამისი კითხვები დაესმებათ.

„დაცვის მხარე ექსპერტიზის დასკვნას სადავოდ მიიჩნევს, შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აღნიშნული მტკიცებულება გამოკვლეული იქნება და შესაბამის ექსპერტებს კითხვები დაესმებათ. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გარდა ამ ექსპერტიზის დასკვნისა, სხვა ექსპერტიზის დასკვნებიც მოპოვებული აქვს, გამოკითხულია არაერთი მოწმე, ასევე გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია და აღნიშნულის ფარგლებში მოპოვებულია მასალა, რომელიც ალეკო ელისაშვილის ბრალეულობას ადასტურებს.

ვიდეოსთან დაკავშირებით ექსპერტიზის ნაწილი წარმოდგენილია, ნაწილთან დაკავშირებით დაცვის მხარე არ ამახვილებს ყურადღებას, მას გამოვიკვლევთ და ნათლად დაინახავს საზოგადოებაც მოცემული ექსპერტიზის დასკვნით რა დგინდება, საქმეზე ვიდეოჩანაწერებია წარმოდგენილი, ასევე დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, ყველა ექსპერტიზა დღეის მდგომარეობით მიღებული არ გვაქვს“, - აცხადებს გიგაური.

კითხვაზე, თუ რა გაკეთდა ფაქტიდან 10 თვის განმავლობაში და ან, მანამდე რატომ არ მოხდა ბრალდებულის იდენტიფიცირება, პროკურორი პასუხობს, რომ მტკიცებულებების შეკრება მიმდინარეობდა.

„გამოძიება ჯეროვნად არის ჩატარებული, მოცემულ შემთხვევაში, გამოძიება ერთდღიანი პროცედურა არ არის, რომელიც შესაძლოა, ერთ დღეში ამოიწუროს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება გვაქვს ჩატარებული. თავდაპირველად შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა, ინფორმაციის გამოთხოვა და ა.შ. სხვა ვიდეოჩანაწერებიც არის სისხლის სამართლის საქმეზე დაუყოვნებლივ მოპოვებული. პირველივე დღიდან მიმდინარეობდა გამოძიება, დაინიშნა ექსპერტიზები, გამოთხოვილი იქნა ინფორმაციები, როცა მტკიცებულებების შეკრება მოხდა და დანაშაულის ჩამდენი პირი გამოიკვეთა, დაუყოვნებლივ მოხდა ბრალის წარდგენა“,- განაცხადა გიგაურმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ