საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროკურორებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და დეტალურად ისაუბრეს პირადი ცხოვრების ხელყოფის სამართლებრივ ასპექტებსა და იმ მძიმე შედეგებზე, რაც ამ დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობას, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

“საინფორმაციო კამპანიის მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.

სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პრევენციული მუშაობა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, საინფორმაციო კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და სხვადასხვა რეგიონს მოიცავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს