ე.წ. სპეციალიზებული მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აკრძალული აღარ იქნება - აკრძალვის მოხსნა არ შეეხებათ იმ მაუწყებლებს, რომელთა ეთერში ახალი ამბები და პოლიტიკური პროგრამები გადაიცემა

ე.წ. სპეციალიზებული მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აკრძალული აღარ იქნება.

ცვლილება ამ მიმართულებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლში შედის, რომლის საფუძველზეც სამაუწყებლო კომპანიებს უცხოური წყაროებიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით დაფინანსების მიღება აეკრძალა.

“ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს ცვლილებები, რომლის მიხედვით, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების აკრძალვა სპეციალიზებულ მაუწყებლებზე არ გავრცელდება.

კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აკრძალვა არ გავრცელდება მაუწყებლებზე, რომლებიც ერთი თემატიკის - სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამებით მაუწყებლობენ. იმ მაუწყებლებისთვის, რომელთა ეთერში ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები გადაიცემა, უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიღება კვლავ აკრძალული იქნება.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა