პროკურორი - ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ვითხოვთ - სასამართლომ ნიკა მელიას ნასამართლეობა, მისი პიროვნება და საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა გაითვალისწინოს

ბრალდების მხარე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ, რომელსაც მოსამართის შეურაცხყოფას ედავებიან, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

როგორც საქმის პროკურორი სალომე გულიაშვილი განმარტავს, სასჯელის ნაწილში სასამართლომ ნიკა მელიას ნასამართლეობა, მისი პიროვნება და საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა გაითვალისწინოს.

„ბრალდების მხარე სამართლიან სასჯელს მოვითხოვთ და შემდეგ სასამართლო შეაფასებს, თუ რა განაჩენი უნდა გამოიტანოს ბრალდებულის პიროვნებიდან, ნასამართლეობიდან, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე. რაც შეეხება უშუალოდ განაჩენს, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ეს იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებები, რომელიც მოსამართლეს დაარწმუნებს იმაში, რომ ბრალდებულმა ბრალად წარდგენილი ქმედება ჩაიდინა. საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე შესაბამისი დასკვნა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. ვინაიდან, საქმეში ბრალდებულის შეურაცხმყოფელი სიტყვები მხოლოდ სამ სიტყვას გულისხმობდა, დასკვნაში, კონკრეტულად თუ რაში გამოიხატა შეურაცხყოფა, გვიწერია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სხვა შინაარსი ფაქტობრივად არ გვაქვს, ექსპერტმა გვითხრა, რომ მოცულობითი საუბარი არ არის და მან ვერ შეაფასა, ვის მიერ იქნა ნათქვამი, თუმცა, რა სიტყვები იქნა ნათქვამი, ეს ექსპერტიზის დასკვნაში ჩაიწერა, კონკრეტულად თუ ვინ თქვა ეს სიტყვები, ამასთან დაკავშირებით სხდომის მდივანი, სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები გამოიკითხნენ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები. შესაბამისად, ამ მტკიცებულებებს სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს და ბრალდების მხარის მოლოდინით, გამამტყუნებელ განაჩენს მიიღებს. სასჯელს რაც შეეხება, აღნიშნულზე გადაწყვეტილებას სასამართლო თავად მიიღებს“, - განაცხადა სალომე გულიაშვილმა.

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ცნობისთვის, ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე