შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე - ამ შეკრების მიზანია, მათ გარე დამკვეთებს თავები დაათვლევინონ - 4 ოქტომბრის „გადამტრიალებლებს“ ვხედავთ ყველგან, სადაცაა ძალადობა, ზიზღი, ქვეყნის ინტერესების დათმობა

ჩვენ ვიცით, რა არის ამ შეკრების მიზანი, რომ მათ გარე დამკვეთებს თავები დაათვლევინონ, აჩვენონ, რომ საკმარისი რაოდენობა არიან და ასრულებენ მათ დაკვეთას - მათ აქვთ ერთი სურვილი, დაუქვემდებარონ საქართველოს განვითარება სხვათა ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჩამოყალიბდა ადამიანების ჯგუფი, „4 ოქტომბრის მოქალაქეები“, რომლებიც გაემიჯნნენ საქართველოს მთავარ ფასეულობებს.

„ჩვენ 4 ოქტომბრის „გადამტრიალებლებს“, ამ ხალხს, ვხედავთ ყველგან, სადაც არის ძალადობა, სადაც არის ზიზღი, სადაც არის საქართველოს ინტერესების დათმობა სხვების ინტერესების სასარგებლოდ და ვერ ვნახეთ ეს ხალხი ჩვენი პატრიარქის გაცილებისას, ვერ ვნახეთ ეს ხალხი ახალი პატრიარქის აღსაყდრებისას, ვერ ვნახეთ ეს ხალხი ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმისას, ვერ ვნახეთ ეს ხალხი ოჯახური სიწმინდის დღის აღნიშვნისას. ანუ, არის ქვეყანა, არის საზოგადოება, არის მისი ისტორიული გზა, განვითარება და მომავალი ხედვა და გვყავს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნობენ ელჩებთან, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან და თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ეკლესიებში, საკუთარ რეგიონში, საკუთარ ხალხთან ერთად. ამიტომ, ვფიქრობ, ეს კარგი პროცესია, ვინაიდან სახელობითად ვხედავთ სახეებით და სახელებით თუ ვინ არის ის ჯგუფი ადამიანებისა, არა მხოლოდ პოლიტიკოსებისა, არამედ ზოგი ექიმია, ზოგი ლექტორია, რომლებიც საქართველოს ისტორიული განვითარების წინააღმდეგ მიდიან და მათ აქვთ ერთი სურვილი, დაუქვემდებარონ საქართველოს განვითარება სხვათა ინტერესებს, რათა დაიმსახურონ სხვისი ტაში. მას უნდა დაუკრას ტაში ევროპარლამენტარმა, რომელიმე ელჩმა უნდა ჩაიხუტოს, რომელიმე ევროპის დღეზე მიიწვიონ, ხელი ჩამოართვან და სურათი გადაიღონ, ეს არის კულმინაცია მათი პიროვნული მიღწევისა და არა საკუთარი ქვეყნის განვითარება. ამიტომ, მივესალმები, რომ ჩანდეს გამოკვეთილად, სად დგას ქართველი ხალხი და სად დგას ეს ჯგუფი მარგინალებისა, რომლებიც სხვის დროშას აფრიალებენ, სხვის ჰიმნს მღერიან, სხვა ენაზე აქვთ შეძახილები და ყველაფერი ქართულისგან იცლებიან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ