შალვა პაპუაშვილი - როდის იყო „ლელო“ სხვაგან და გვარამია სხვაგან ან გახარია სხვაგან და მელია სხვაგან, მარგინალური ადამიანების ერთი ჯგუფია, რომელთაც ერთი მიზანი აქვთ, რომ უცხოელმა შეაქოს - როცა სხვისი ინტერესებით მოქმედებ, ხარ ყორღანაშვილი

როდის იყო „ლელო“ სხვაგან და გვარამია სხვაგან ან გახარია სხვაგან და მელია სხვაგან. ერთი ჯგუფია, მარგინალური ადამიანების ჯგუფი, რომელთაც ერთი მიზანი აქვთ, რომ უცხოელმა შეაქოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ და სხვის ინტერესებს ითვალისწინებ და მოქმედებ, მაშინ ხარ ყორღანაშვილი“.

„როდის იყო „ლელო“ სხვაგან და გვარამია სხვაგან ან გახარია სხვაგან და მელია სხვაგან. ერთი ჯგუფია, მარგინალური ადამიანების ჯგუფი, რამდენიმე ასეულია თუ რამდენიმე ათასი, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. მარგინალური ნიშნავს, რომ ისინი არიან საზოგადოების ისტორიული კონტექსტიდან ამოვარდნილი ადამიანები და ეს არის ერთი ჯგუფი, რომელთაც ერთი მიზანი აქვთ, რომ უცხოელმა შეაქოს. აქამდე დეგრადირდა ადამიანების ჯგუფი, რომ არა თუ პატრიოტიზმზე და სამშობლოს სიყვარულზე არის მათთან საუბარი შესაძლებელი, [არამედ] ადამიანებს თვალები აქვთ დაბნელებული, რომ უცხოელმა შეაქოს, რომ ინგლისურად გაიგონ რამდენიმე საქებარი სიტყვა, ამის იქით არაფერი აინტერესებთ თუ რა დაემართება ჩვენს ქვეყანას. მათი მთავარი პრობლემა, პოლიტიკოსებს რაც შეეხება, არის ის, რომ მათ ღალატის ნაბიჯი გადადგეს და როცა ღალატში შევა ადამიანი, ვიცით ისტორიიდანაც, რა შედეგები აქვს ამას. ყორღანაშვილსაც ექნებოდა თავის გასამართლებელი რაღაც არგუმენტები, მაგრამ ისტორიამ ამ ყველაფერს პასუხი გასცა. როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ და სხვის ინტერესებს ითვალისწინებ და მოქმედებ, მაშინ ხარ ყორღანაშვილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ალიანსში პარტია „ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უნდა მიიღონ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე