კომუნიკაციების კომისიას მედიამომსახურების მიმწოდებელთა დამფინანსებელი პირების გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მოპოვება შეეძლება - კანონით აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში, თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება

კომუნიკაციების კომისიას იმ პირთა გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა ექნება, რომლებიც, შესაძლოა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, მედიამომსახურების და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლებს აფინანსებდეს და ამ თვალსაზრისით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დაწესებულ აკრძალვებს არღვევდეს. კომისიას საბანკო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვს.

შესაბამისი ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შედის, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.

პროექტის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შესაძლებლობა ეძლევა, საბანკო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია როგორც მედიამომსახურების და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შემოსავლების შესახებ, ასევე პირდაპირი ან არაპირდაპირის დამფინანსებელი პირის შესახებ.

გარდა ამისა, მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი იქნება, მაუწყებელს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობასთან ერთად, მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა დაავალოს.

“მაუწყებლის დაფინანსების რეგულირება მიზნად ისახავს მაუწყებლის და შესაბამისად, საზოგადოების დაცვას სხვადასხვა ჯგუფების გავლენებისგან. ამ ლეგიტიმური და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად საჭიროა შეიქმნას დამატებითი ქმედითი მექანიზმი, რომელიც კანონის აღმასრულებელ ორგანოს საშუალებას მისცემს საბანკო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია როგორც მედიამომსახურების და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შემოსავლების შესახებ, ასევე პირდაპირი ან არაპირდაპირის დამფინანსებელი პირის შესახებ“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, პარლამენტმა გასულ წელს მხარი დაუჭირა კანონს, რომლის საფუძველზეც სამაუწყებლო კომპანიებს უცხოური წყაროებიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით დაფინანსების მიღება აეკრძალა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია