აშშ-ის საელჩოს “უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის” ფარგლებში GIPA-ში სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს

აშშ-ის საელჩოს “უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის” ფარგლებში GIPA-ში სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრებს ჯორჯიის უნივერსიტეტის (აშშ) ასოცირებული პროფესორი კრისტიან ტერნერი უძღვება და მასში GIPA-ს აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას GIPA-ს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაო კვირა ხელოვნური ინტელექტისა(AI) და LegalTech-ის საკითხებზე შეხვედრებს დაეთმობა, რომელიც 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

„პროგრამა ფარავს შემდეგ თემებს: უნივერსიტეტის AI პოლიტიკის შემუშავებას,

პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას, კვლევით საქმიანობაში AI-ის გამოყენებასა და სამართლის პროგრამის სილაბუსებში AI-ს მიმართულების შესაძლო ინტეგრაციას.

ინიციატივა ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები ახორციელებენ. პროგრამის მიზანი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი, ადმინისტრაციული და სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერებაა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია