Reuters - პაკისტანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ირანის ახალი წინადადება გადასცა

პაკისტანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ირანის ახალი წინადადება გადასცა, - ინფორმაციას Reuters-ი პაკისტანელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემასთან საუბარში პაკისტანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მხარეებს პოზიციების დაახლოებისთვის „ბევრი დრო არ აქვთ“.

წყარომ წინადადების დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა მისი თქმით, მხარეები „პოზიციებს მუდმივად ცვლიან“.

გავრცელებული ინფორმაცია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ემაილ ბაგაიმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ თეირანის მიერ შემუშავებული ახალი წინადადება „ამერიკულ მხარეს პაკისტანის მეშვეობით გადაეცა“.

ამასთან, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, აშშ-მა ახალი წინადადების ფარგლებში ირანს ნავთობზე დაწესებული სანქციების დროებით მოხსნა შესთავაზა, რათა ირანი სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდეს და ჰორმუზის სრუტე გაიხსნას.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა