ვლადიმერ პუტინი ჩინეთში სი ძინპინს 20 მაისს შეხვდება

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში 19 მაისს საღამოს ჩავა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

„ჩინური მხარე აეროპორტში ოფიციალურ დახვედრის ცერემონიას გამართავს. მას პირადად დახვდება ვან ი, "კომუნისტური პარტიის" პოლიტბიუროს წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი“, - განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს 20 მაისს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე შეხვდება.

ასევე, მისი თქმით, რუსეთი და ჩინეთი 40-მდე დოკუმენტს გააფორმებენ, მათ შორის, პუტინი და სი ძინპინი დეკლარაციას მიიღებენ „მულტიპოლარული სამყაროსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ“.

„ეს საკმაოდ ვრცელი პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი მრავალმხრივი ურთიერთობების მთელი სპექტრის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ საერთო ხედვას და გლობალურ საკითხებში თანამშრომლობის ძირითად ფორმატებს“, - აღნიშნა უშაკოვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია