საქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია

საქართველოს ბანკი აგრო სექტორის მხარდაჭერასა და ქვეყანაში თანამედროვე აგრო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად, ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის (IBO) თავმჯდომარე, მარიო სტეტა ეწვია.

ვიზიტის მიზანს საქართველოს, როგორც მოცვის ინდუსტრიის სწრაფად განვითარებადი ქვეყნის, საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერება და გლობალურ ქსელებში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში მარიო სტეტამ ასოციაციის წევრ კომპანიებთან, სექტორის წარმომადგენლებთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები გამართა. მან ასევე მოინახულა მოცვის ფერმები, სანერგეები და ინფრასტრუქტურა, სადაც გაეცნო ქართული მოცვის წარმოების შესაძლებლობებს, ხარისხის მართვის პროცესსა და საექსპორტო პოტენციალს.

„საქართველოს ბანკისთვის აგრო სექტორის მხარდაჭერა პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვუმასპინძლეთ. გვჯერა, რომ მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ქართული მოცვის საერთაშორისო ცნობადობის ზრდასა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას, რაც საბოლოოდ ქართული აგრობიზნესის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე აისახება. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ ქართული აგროსექტორის მხარდასაჭერად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია