ირაკლი ჩილინგარაშვილი EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა

ირაკლი ჩილინგარაშვილი EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა. მას საქართველოს პროკურატურაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. როგორც საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ექსპერტი, იგი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო პროექტში და ასევე, წარმოადგენდა საქართველოს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტში, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროპული კონვენციების ფუნქციონირების საკითხებზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ჩილინგარაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში, გაცნობითი სახის შეხვედრები გამართა EUROJUST-ის პრეზიდენტთან მიხაელ შმიდთან, ადმინისტრაციულ დირექტორთან ვინსენტ ჟამინთან, სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან და ასევე, კოლეგა პროკურორებთან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.

„შეხვედრებზე ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს პროკურატურა EUROJUST-ს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან პლატფორმას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. ირაკლი ჩილინგარაშვილმა საქართველოს პროკურატურის სახელით გამოხატა მზაობა, რომ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოსა და EUROJUST-ის წევრ-სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს და ეფექტური გახდეს.

EUROJUST-თან თანამშრომლობის დოკუმენტს ჰააგაში 2019 წლის მარტში მოეწერა ხელი.

საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-მა შეთანხმება გააფორმა. ორგანიზაციაში, ასევე, მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს (მათ შორის აშშ-ს, ნორვეგიას, შვეიცარიას და ა.შ.).

EUROJUST-თან თანამშრომლობა საქართველოს დაეხმარება ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

EUROJUST-ი სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს