უკრაინის საგარეო უწყება - ნატო-ს საზღვრებთან ბელარუსის ბირთვულ პლაცდარმად გადაქცევით, კრემლი მსოფლიოში ბირთვული იარაღის გავრცელების დე ფაქტო ლეგიტიმაციას ახდენს

რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება და ერთობლივი ბირთვული წვრთნები გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურისთვის უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსში ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისა და ბირთვული მხარდაჭერის მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყებას.

უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, „აღნიშნული ქმედება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების 1-ელი და მე-2 მუხლების დარღვევას წარმოადგენს, რომელიც მკაცრად უკრძალავს ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს მასობრივი განადგურების იარაღის ტექნოლოგიაზე კონტროლის გადაცემას“.

განცხადების თანახმად, „ბელარუსის მილიტარიზაცია საერთაშორისო სამართლის მიმართ ნდობას არა მხოლოდ ძირს უთხრის, არამედ მინსკს რუსეთის ბირთვული შანტაჟის თანამზრახველად აქცევს“.

„ნატო-ს საზღვრებთან ახლოს, ბელარუსის თავის ბირთვულ პლაცდარმად გადაქცევით, კრემლი მსოფლიოში ბირთვული იარაღის გავრცელების დე ფაქტო ლეგიტიმაციას ახდენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია