ანა ბუჩუკური - გენერალ-კოორდინატორ მდინარაძის პირით „ოცნებამ" განაცხადა, რომ შსს-ს დეპარტამენტი მოქალაქეების ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებს დაიცავს, თანაც ცენზორის ფუნქციით

დღეს გენერალ-კოორდინატორ მდინარაძის პირით „ოცნებამ" განაცხადა, რომ შსს-ს დეპარტამენტი მოქალაქეების ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებს დაიცავს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.

ანა ბუჩუკურის განცხადებით, აღნიშნულ დეპარტამენტს „ცენზორის ფუნქცია“ ექნება.

"გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, 2018 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რაც სამინისტროს სისტემის რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამ დეპარტამენტის მიზანს საპოლიციო სისტემის მუშაობის პროცესში ადამიანის უფლებების მაღალი ხარისხით დაცვა წარმოადგენდა.

დღეს გენერალ-კოორდინატორ მდინარაძის პირით „ოცნებამ" განაცხადა, რომ ეს დეპარტამენტი მოქალაქეების ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებს დაიცავს, თანაც ცენზორის ფუნქციით", - წერს ანა ბუჩუკური.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და ამავდროულად მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა