საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ინფორმაცია, თითქოს ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande-ი ბრუნდება,  სიმართლეს არ შეესაბამება

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande-ი ბრუნდება, სიმართლეს არ შეესაბამება

და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა,- ეს განცხადება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურში აღნიშნული გემის შემოსვლასთან დაკავშირებით არ არსებობს არც დადასტურებული განაცხადი და არც რაიმე შემოსვლის განაცხადი მუშავდება.

“მსგავსი ტიპის დაუზუსტებელი და ემოციურად მანიპულაციური განცხადებები მიზანმიმართულად ვრცელდება საზოგადოებაში დაძაბულობისა და სპეკულაციების შესაქმნელად.

საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი ყველა პროცედურა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ვალდებულებების, უსაფრთხოების, სასაზღვრო და სანქციებთან შესაბამისობის მოთხოვნების სრული დაცვით.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია