Reuters - აშშ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთხელ შეამსუბუქებს

აშშ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთხელ შეამსუბუქებს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ საშეღავათო ნებართვის მოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივოს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნები რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას დამატებით 30 დღის განმავლობაში შეძლებენ.

გამოცემის წყაროს ცნობით, რუსული ნავთობის შესაძენად დროის მიცემის თხოვნით აშშ-ს რამდენიმე ქვეყანამ მიმართა, მას შემდეგ, რაც ლიცენზიის მოქმედების ვადა გასულ შაბათს ამოიწურა.

ცნობისთვის, ირანში ომის ფონზე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 30-დღიანი საშეღავათო ნებართვა პირველად 12 მარტს გამოსცა, რათა ქვეყნებს ზღვაში მყოფი სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეეძინათ.

გასულ თვეში აშშ-მა რუსული ნავთობის შესაძენად ლიცენზიის ვადა დამატებით 30 დღით, 16 მაისამდე გაახანგრძლივა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა