„ჰადსონის ინსტიტუტში“ 21 მაისს საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართება

„ჰადსონის ინსტიტუტში“ საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტის ვებგვერდზეა განთავსებული.

„ჰადსონის ინსტიტუტში“ ღონისძიება სახელწოდებით „საქართველო გეოპოლიტიკურ გზაგასაყარზე: ირანის გავლენა და სტრატეგიული კონკურენცია“ 21 მაისს გაიმართება.

ღონისძიება ადგილობრივი დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე) დაიწყება.

„არც ისე დიდი ხნის წინ, საქართველო შავი ზღვის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე სანდო სტრატეგიული პარტნიორი იყო. თუმცა, დღეს საქართველო სხვა მიმართულებით მიდის. პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, ხელისუფლება უფრო ავტორიტარული გახდა და ამავდროულად, მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან, კერძოდ, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ შემდეგ, თბილისსა და თეირანს შორის მზარდი კავშირები შეშფოთების საგანი უნდა იყოს ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის. ღონისძიება განიხილავს საქართველოში ირანის მზარდ გავლენას და იმას, თუ რას ნიშნავს ეს რეგიონში აშშ-ის ინტერესებისთვის“, - ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი გიორგი კანდელაკი, „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი ჯონ უოლტერსი, კონგრესმენი ჯო უილსონი და დემოკრატიის ეროვნული ფონდის პროგრამის უფროსი მენეჯერი იან მაკგინიტი.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა