თენგო თევზაძე - 26 მაისს იქნება სიგნალი იმისა, რომ ბრძოლა გრძელდება და ხალხი არ ჩერდება - უფრო მეტი ვართ, ვიდრე „ქართული ოცნება“

იცით რა მოხდება 26 მაისს? - კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ იმას, რომ ბრძოლა გრძელდება. ამასთან, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ უფრო მეტი ვართ, ვიდრე „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თევზაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, 26 მაისი არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, არამედ ბოლო ორი წლის საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოც გახდა.

მისივე თქმით, 26 მაისის აქცია იქნება გზავნილი, რომ ოპოზიციური პროტესტი გრძელდება და საზოგადოება „არ ჩერდება“.

„დარწმუნებული ვარ, რომ 26 მაისს ძალიან ბევრი ვიქნებით. დღეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერებს ვაკეში ჰქონდათ მოსახლეობასთან შეხვედრა. „ფედერალისტებს“ რუსთავში, ჩვენ „ნაძალადევის“ მეტროსთან. 10-დან 8 ადამიანი არის კეთილგანწყობილი. 26 მაისი არის მნიშვნელოვანი თარიღი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი თარიღია და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდება, სამწუხაროდ, 100 წლის შემდეგაც. ამასთან, 26 მაისი არის ორწლიანი ბრძოლის ჩვენება. მიუხედავად ორწლიანი რეპრესიებისა: ტროტუარზე დგომის გამო დაჭერა, გზის გადაკეტვის გამო დაჭერა, ახლა კი სოციალურ ქსელებში აქტიურობის შეზღუდვა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, 26-ში ვიქნებით ბევრი. ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ ბრძოლა გრძელდება და ხალხი არ ჩერდება. მთავარი - გამძლეობის ბრძოლაში გამარჯვებულები ვართ, მეტი რა უნდა გავაკეთოთ?!“, - განაცხადა თევზაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა