კირილ დმიტრიევი - აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება პოზიტიური სიგნალია

აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება პოზიტიური სიგნალია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ დროებითი, 30-დღიანი ლიცენზიის გაცემას გამოეხმაურა, რომლითაც ქვეყნები ზღვებში მყოფ გემებზე დატვირთული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას შეძლებენ.

მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება „დამადასტურებელია იმისა, რომ გლობალური ენერგოუსაფრთხოება რუსული ენერგორესურსების გარეშე შეუძლებელია“.

„სანქციების შემსუბუქება გლობალური ენერგეტიკული ბაზრებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის პოზიტიური სიგნალია“, - აცხადებს დმიტრიევი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია