კიასტუტის ბუდრისი - რუსებს უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია იმ პატარა ციხესიმაგრეში შევაღწიოთ, რომელიც კალინინგრადში ააშენეს - ნატო-ს აქვს საშუალება, იქ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები და სარაკეტო ბაზები მიწასთან გაასწოროს

ნატო-ს კალინინგრადში რუსული ბაზების განადგურების საშუალება აქვს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა შვეიცარიულ გამოცემა NZZ-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ რუსებს უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია იმ პატარა ციხესიმაგრეში შევაღწიოთ, რომელიც კალინინგრადში ააშენეს. ნატო-ს აქვს საშუალება, რომ საჭიროების შემთხვევაში, იქ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები და სარაკეტო ბაზები მიწასთან გაასწოროს“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე, მისი თქმით, „ნატო ყველაზე ძლიერი ორგანიზაციაა, რომელიც ოდესმე შექნილა“.

„რაც შეეხება სტრატეგიულ და ოპერატიულ დაგეგმვას, ისევე როგორც სამხედრო პოტენციალს, მას ვერავინ შეედრება. მოკავშირეებს შორის ნდობა შეკავების საფუძველია. თუ ჩვენ მე-5 მუხლში ეჭვი გვეპარება, მაშინ ჩვენმა მოწინააღმდეგემ რატომ უნდა ირწმუნოს ის? მე არანაირი ეჭვი არ მაქვს დახმარების ვალდებულებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბუდრისმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა