როდიონ მიროშნიკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ კვირაში მოსკოვზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11-17 მაისს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა განაცხადა.

„გასულ კვირას კიევის ძალებმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს“, - განაცხადა მიროშნიკმა ყოველკვირეულ ანგარიშში.

მისი ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში სამოქალაქო სამიზნეების მიმართულებით სულ მცირე 100 თავდასხმის დრონი გაუშვეს.

„ტერორისტული თავდასხმების სამიზნეს საცხოვრებელი და მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიები წარმოადგენდა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, მსგავსი თავდასხმები დაფიქსირდა რიაზანში, ბელგოროდსა და შახტიორსკში, სადაც დარტყმებმა ასევე გამოიწვია ფართომასშტაბიანი ნგრევა და მსხვერპლი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს