კუბის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ქმედება სისხლისღვრას გამოიწვევს

კუბის პრეზიდენტის მიგელ დიას-კანელის განცხადებით, კუბის წინააღმდეგ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ქმედება სისხლისღვრას გამოიწვევს, რაც რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას გაუთვალისწინებელ შედეგებს მოუტანს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„კუბა საფრთხეს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა დიას-კანელმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

კვირას Axios-მა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კუბამ 300-ზე მეტი სამხედრო დრონი შეიძინა და განიხილა მათი გამოყენების გეგმები გუანტანამოს ყურეში განლაგებულ აშშ-ის საზღვაო ბაზაზე, აშშ-ის სამხედრო გემებსა და ფლორიდის შტატის ქალაქ კი-უესტზე თავდასხმისთვის.

Reuters-ი წერს, რომ კუბაში სიტუაცია სულ უფრო და უფრო დაძაბული ხდება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მას ენერგომომარაგება შეუწყვიტა. ბოლო კვირების განმავლობაში საწვავი ამოიწურა და ელექტროენერგია ხშირად დღეში მხოლოდ ერთი ან ორი საათით არის ხელმისაწვდომი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე