„ბიბლუსი“ ფრენშაიზ მაღაზიის გახსნას გთავაზობთ - დეტალები

„ბიბლუსი“ აგრძელებს ფრენშაიზის მოდელით განვითარებას და გთავაზობთ, ისარგებლოთ კომპანიის 18-წლიანი რეპუტაციით.

კომპანიამ პირველი ფრენშაიზ მაღაზია 2022 წლის ნოემბერში გახსნა. დღეს საქართველოს მასშტაბით წარმატებით ოპერირებს 9 ასეთი ობიექტი, შესაბამისად, აღნიშნული ბიზნეს მოდელი კომპანიამ დროში გამოცადა და დღევანდელი შედეგებით, გამართლებულ და შემოსავლიან პრაქტიკას წარმოადგენს.

„ბიბლუსში“ განმარტავენ, რომ საქართველოში წიგნის ბაზარი სწრაფად ვითარდება და იზრდება მოთხოვნა, რაზეც მაღაზიების რაოდენობაც მეტყველებს - მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 ფილიალითა და 9 ფრენშაიზ ფილიალით არის წარმოდგენილი

ბიზნესის გამართული და ავტორიტეტული ბრენდის სახელით დაწყება საშუალებას მოგცემთ, გახსნის დღიდან შეიძინოთ ლოიალური მომხმარებლები და გქონდეთ გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი.

დამატებითი უპირატესობაა მხარდაჭერა, რომელსაც „ბიბლუსი“ ბიზნესის დაწყებასა და მართვაში გთავაზობთ. კერძოდ, კომპანია დაგეხმარებათ გაყიდვების ანალიზში, მარკეტინგსა და მომარაგებაში. ამასთან, „ბიბლუსის„ ქსელის მართვის გუნდი იზრუნებს როგორც ბიზნესის მფლობელის ისე პერსონალის გადამზადებაზე.

ფრენშაიზ ობიექტის ოპერირებისას „ბიბლუსისგან“ მუდმივად მიიღებთ მხარდაჭერას, მომარაგების ლოგისტიკის სერვისსა და სარეკლამო მასალებს, მათ შორის, საპრომოციო მხარდაჭერაც - გახსნასთან დაკავშირებით კომპანია ჩაატარებს მარკეტინგულ კამპანიას, მომხმარებლებს შესთავაზებს ფასდაკლებებსა და აქციებს თქვენს ფილიალში.

ფრენშაიზის გახსნით დაინტერესების შემთხვევაში, მიმართეთ კომპანიის წარმომადგენლობას, რომელიც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას „ბიბლუსისთვის“ საინტერესო ლოკაციების, პირობებსა და ფილიალის მართვის სპეციფიკის შესახებ.

ტელეფონი: 555 68 45 28

ელექტრონული ფოსტა: n.sagirashvili@biblusi.ge

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ