მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 201 პირი იყო რეგისტრირებული - ამავე პერიოდში, უცხო ქვეყნის 904 მოქალაქე გააძევეს

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოში თავშესაფარი უცხო ქვეყნის 201-მა მოქალაქემ მოითხოვა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული.

უწყების ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირებულთა შორისაა უკრაინის 65, თურქეთის 39, ინდოეთის 22, რუსეთის 16, ირანის 14 მოქალაქე. ამასთან, თავშესაფარი მოითხოვეს აზერბაიჯანის, ბელარუსის, ეგვიპტის, ეთიოპიის, ერაყის, იემენის, იორდანიის, კუბის, ლიბანის, ნეპალის, პაკისტანის, სირიის, სომხეთის, სუდანის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის მოქალაქეებმა.

ჯამში რეგისტრირებული 201 პირიდან 14 არასრულწლოვანია.

ამასთან, შსს-ს სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნულია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში ლტოლვილის სტატუსი ირანის 1 მოქალაქეს მიენიჭა, ჰუმანიტარული სტატუსი კი თურქეთის 1 მოქალაქეს. სტატუსის მინიჭებაზე უარი 228-ს უცხოელმა მიიღო.

გარდა ამისა, შსს ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნიდან გაძევებულ პირთა შესახებაც. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ქვეყნიდან ჯამში 904 უცხოელი გააძევეს. მათ შორის არიან აზერბაიჯანის, ალჟირის, ბანგლადეშის, ბელარუსის, ბულგარეთის, განას, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ეგვიპტის, ერაყის, ვიეტნამის, ზიმბაბვეს, თურქეთის, თურქმენეთის, იემენის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ისრაელის, კენიის, კვიპროსის, კონგოს, კოტ-დივუარის, კუბას, ლიბანის, მაროკოს, მიანმარის, მოლდოვას, ნეპალის, ნიგერიას, პაკისტანის, რუსეთის, საბერძნეთის, სამხრეთ აფრიკის, სირიის, სომხეთის, სუდანის, ტაილანდის, ტაჯიკეთის, ტუნისის, უზბეკეთის, უკრაინის, ფილიპინების, ყაზახეთის, ყირგიზეთის, შრი-ლანკის, ჩეხეთისა და ჩინეთის მოქალაქეები.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ