რუსეთი ბირთვული ძალების მომზადებასა და გამოყენებაზე წვრთნებს ატარებს

რუსეთის ჯარებმა ბირთვული ძალების მომზადებასა და გამოყენებაზე წვრთნები დაიწყეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები 19-21 მაისს ჩატარდება.

„დაგეგმილია ზომები ბირთვული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო ნაწილების მათი ამოცანების შესასრულებლად მოსამზადებლად და მათთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ საცდელ პოლიგონებზე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვება. ასევე დამუშავდება ბელარუსში განლაგებული ბირთვული იარაღის ერთობლივი მომზადებისა და გამოყენების საკითხები“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მანევრებში მონაწილეობას მიიღებენ სტრატეგიული სარაკეტო ძალები, ჩრდილოეთის და წყნარი ოკეანის ფლოტები, შორი მოქმედების ავიაციის სარდლობა და ლენინგრადისა და ცენტრალური სამხედრო ოლქების ნაწილები. წვრთნებში სულ 64 000-ზე მეტი ადამიანი და 7 800-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა იქნება ჩართული, მათ შორის: 200-ზე მეტი რაკეტსაწინააღმდეგო მოწყობილობა, 140-ზე მეტი საფრენი აპარატი, 73 ხომალდი და 13 წყალქვეშა ნავი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე