დონალდ ტრამპი - ჩვენ კმაყოფილები ვიქნებით, თუ ბირთვული იარაღი ირანის ხელში არ აღმოჩნდება - მასშტაბური თავდასხმისთვის ხვალისთვის ვემზადებოდით, ცოტა ხნით გადავდე

ჩვენ კმაყოფილები ვიქნებით, თუ ბირთვული იარაღი ირანის ხელში არ აღმოჩნდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, საუდის არაბეთმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის გადადება 2 ან 3 დღით სთხოვეს.

„მათ მოკლე ვადით გადადება გვთხოვეს, რადგან ფიქრობენ, რომ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. თუ შევძლებთ, რომ ირანის ხელში ბირთვული იარაღი არ აღმოჩნდება და ისინი კმაყოფილები იქნებიან, მაშინ ალბათ, ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით. ჩვენ მასშტაბური თავდასხმისთვის ხვალისთვის ვემზადებოდით. ცოტა ხნით გადავდე, იმედია სამუდამოდ, მაგრამ ალბათ ცოტა ხნით, რადგან ირანთან სერიოზული მოლაპარაკებები გვაქვს და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, „ბედნიერი იქნება, თუ შეთანხმებას დაბომბვის გარეშე მიაღწევს“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ გამოაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი იერიშები საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერების თხოვნით გადადო. თუმცა, ტრამპის თქმით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის მზად იყვნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს