ირაკლი კობახიძე - რაც ჩვენ კოპენჰაგენში ვიხილეთ, არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება, რასაც ვერ ექნება გამართლება - რაც შეეხება ევრობიუროკრატებისგან პასუხს, არ მექნებოდა მოლოდინი, რადგან საპასუხო არაფერი აქვთ

რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფაქტს ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება.

„ეს ორმაგი სტანდარტი ძალიან აშკარაა. მე არ მექნებოდა პასუხის მოლოდინი, გამომდინარე იქიდან, რომ საპასუხო მათ არაფერი აქვთ. ისინი სინამდვილეში ძალიან კარგად აცნობიერებენ იმ უკუსვლას, რომელიც ჩანს მთელი ევროკავშირის მასშტაბით და მათთვის ეს უკუსვლა არის ნორმალური მოვლენა. ეს არის ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება. რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ისინი პასუხს არ სცემენ მათთვის უხერხულ კითხვას. ეს კითხვა არის მათთვის ძალიან უხერხული და ბუნებრივია, მათ უჭირთ და არ შეუძლიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, დანიაში პროპალესტინელმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მონაწილეები ისრაელისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთების გადაზიდვასა და კომპანია Maersk-ის ამ პროცესებში შესაძლო მონაწილეობას აპროტესტებდნენ. მათი მტკიცებით, არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ შეიარაღება გამოყენებული იყოს ღაზის სექტორში.

ადგილობრივი მედიის თანახმად, 13 მაისს, როდესაც კოპენჰაგენში პროპალესტინელმა აქტივისტებმა სატრანსპორტო გიგანტ Maersk-ის სათავო ოფისის ბლოკირება მოახდინეს, დანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დაშლისას, დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე