ირაკლი კობახიძე - როცა ოპოზიცია ჰქვია გვარამიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს და ასეთებს, ბუნებრივია, სათანადოდ ვერ ვითარდება დემოკრატიული სისტემა - შეგიძლიათ გადახედოთ ლიდერებს, „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები

როდესაც საქართველოში ოპოზიცია ჰქვია გვარამიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს და ასეთებს, ბუნებრივია, სათანადოდ ვერ ვითარდება დემოკრატიული სისტემა - შეგიძლიათ გადახედოთ ლიდერებს, „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები. ბუნებრივია, ამ სახეებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, „ოპოზიციურ ალიანსთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მაქსიმალურ აქცენტს გააკეთებს იმ სარჩელზე, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ასეთი არაჯანსაღი ძალებისთვის, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისთვის, აგენტურისთვის, არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში“.

„ყველას გვახსენდება 4 ოქტომბერი, 4 ოქტომბრამდე წარმართული მოვლენები, იგივე ხდებოდა სხვა მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით. აანონსებენ ხოლმე, მაღლა წევენ მოლოდინებს, შემდეგ თვითონვე უცრუებენ საკუთარ მხარდაჭერებს იმედებს. ამის გამოა, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა იკლებს თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, დღითი დღე. ისინი აძლევენ ცრუ დაპირებებს საკუთარ მხარდამჭერებს და შემდეგ იმედებს უცრუებენ მათ. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება. რეალურად ყველა ხედავს, რომ არავითარი რესურსი ამ გაერთიანებას არ აქვს. ჯერ მარტო შეგიძლიათ გადახედოთ ლიდერებს, გაცვეთილი სახეები, „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები. ბუნებრივია, ამ სახეებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ მომგებიანია პროცესების ასე განვითარება. სუბიექტური თვალსაზრისით, თუმცა ქვეყნისთვის არაა ეს მომგებიანი. როდესაც საქართველოში ოპოზიცია ჰქვია გვარამიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს და ასეთებს, ბუნებრივია, სათანადოდ ვერ ვითარდება დემოკრატიული სისტემა. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ იმ სარჩელზე, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი არაჯანსაღი ძალებისთვის, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისთვის, აგენტურისთვის, არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში. შესაბამისად, სათანადო კონსტიტუციური დემოკრატიული პროცედურების საფუძველზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება. ამაზე ვიქნებით მაქსიმალურად კონცენტრირებულები“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს