ირაკლი კობახიძე - მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელიც გაახმოვანა სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში - ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არავინ მოგვახვიოს თავს გარედან სიძულვილი

აბსოლუტურად მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელიც გუშინ გაახმოვანა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ სამმართველოს შესაბამისი დანაყოფის ეფექტიან მუშაობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის თაობაზე.

ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, სიძულვილის გაღვივებას უნდა დაუპირისპირონ სამართლებრივი მექანიზმები.

„ვხედავდით, რა იყო უცხოური ჩარევის, მათ შორის NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი, ეს იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, ჩვენ საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ. აქ საუბარია არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, აქ საუბარია, მაგალითად, მართლმადიდებელ ეკლესიაზე, სხვა ინსტიტუტებზე, ეს იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ხაზი, რომელსაც მიჰყვებოდა უცხოური ჩარევა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის NGO-ების უცხოური დაფინანსება. პირდაპირ, მიზანმიმართულად აფინანსებდნენ NGO-ების გავლით საქართველოში სიძულვილის ენის დამკვიდრებას, სიძულვილის გაღვივებას. ამას უნდა დავუპირისპიროთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმები და რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელიც გუშინ გაახმოვანა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ სამმართველოს შესაბამისი დანაყოფის ეფექტიან მუშაობას. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ არავინ მოგვახვიოს თავს გარედან სიძულვილი.

ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა, ყველა ქვეყანაში, სადაც იგივე ძალები ცდილობენ ჩაერიონ ადგილობრივ პროცესებში ყველგან ვხედავთ, სიძულვილის გაღვივების ერთი ხელწერით დანერგილ ამ მცდელობებს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან მკვეთრი დაპირისპირება და ზუსტად ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც გუშინ გახმოვანდა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და ამავდროულად მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა