საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს, ახალი ხელმძღვანელი შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი, თეიმურაზ ლომთაძე წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, თეიმურაზ ლომთაძეს საქართველოს პროკურატურაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, ბოლოს იგი დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ თეიმურაზ ლომთაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკადრო ცვლილება შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.

გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლებთან შეხვედრაზე პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებობს. ასევე ისაუბრეს საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკასა და უწყების პრიორიტეტებზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს