დიმიტრი მედვედევი - იდიოტებმა ეგრეთწოდებული ბალტიის ქვეყნებიდან კვლავ ხმამაღლა, რუსოფობიურად ყეფა ატეხეს - ფინიებს უყვართ დიდ ძაღლებზე ხმამაღლა ყეფა

იდიოტებმა ეგრეთწოდებული ბალტიის ქვეყნებიდან ცოტა ხნის წინ კვლავ ხმამაღლა, რუსოფობიურად ყეფა ატეხეს, - ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრის განცხადებას, რომ ნატო-ს კალინინგრადში რუსული ბაზების განადგურების საშუალება აქვს.

„ჯერ ესტონეთიდან ვიღაც „ცაჰკნამ“ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მანამ არ უნდა დაიწყოს, სანამ „უკრაინა“ ფრონტზე წარმატებას არ მიაღწევს. შემდეგ, ლიეტუველი კლინიკური დეგენერატი, მეტსახელად „ბუდრისი“ გამოვიდა შეთავაზებით, „რუსეთს უჩვენონ“ და კალინინგრადში შეაღწიონ“, - დაწერა მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, ძაღლი რაც უფრო პატარაა, მით უფრო ისტერიულია ყეფა.

„როგორც ვიცით, ფინიებს უყვართ დიდ ძაღლებზე ხმამაღლა ყეფა, რათა გაზარდონ თავიანთი ავტორიტეტი. ეს გასაგებია: მათი ტვინი ძალიან პატარაა“, - აღნიშნა მედვედევმა.

ცნობისთვის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ ნატო-ს კალინინგრადში რუსული ბაზების განადგურების საშუალება აქვს. „ჩვენ რუსებს უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია იმ პატარა ციხესიმაგრეში შევაღწიოთ, რომელიც კალინინგრადში ააშენეს. ნატო-ს აქვს საშუალება, რომ საჭიროების შემთხვევაში, იქ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები და სარაკეტო ბაზები მიწასთან გაასწოროს“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს