„საქსტატის“ ინფორმაციით, იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2 439.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.1%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 439.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 63.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 73.5 პროცენტით გაიზარდა და 1 551.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2026 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.0 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (247.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (182.7 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (177.0 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 313.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 225.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 94.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.1 პროცენტი)- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს