„ნაციონალური მოძრაობა“ საწვავზე აქციზის განახევრებას და მისი 2012 წლის ნიშნულზე დაბრუნებას მოითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საწვავზე აქციზის განახევრებას და მისი 2012 წლის ნიშნულზე დაბრუნებას მოითხოვს. საწვავზე მაღალი ფასებისა და გაზრდილი საგადასახადო ტვირთის შესახებ განცხადება, ფინანსთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა - ლაშა ფარულავამ და ვასო ურუშაძემ გააკეთეს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, საწვავზე მოქმედი მაღალი აქციზი პირდაპირ აძვირებს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას და ზრდის ინფლაციას ქვეყანაში.

„მსოფლიოში პასუხისმგებლიანი მთავრობები მოქალაქეების დასახმარებლად საწვავზე საგადასახადო ტვირთს ამცირებენ. ბოლო პერიოდში შვედეთმა, გერმანიამ, პოლონეთმა, ავსტრალიამ და კანადამ საწვავზე გადასახადების (აქციზის) შემცირების გადაწყვეტილებები მიიღეს, რათა შეემსუბუქებინათ ინფლაცია და ცხოვრების გაძვირება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს საწვავზე აქციზის განახევრებას ბენზინზე, დიზელზე, LPG-სა და CNG-ზე, რაც აქციზის 2012 წლის ნიშნულთან დაბრუნებას ნიშნავს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საწვავის ფასს დაახლოებით 30–40 თეთრით შეამცირებს ლიტრზე, რაც პირდაპირ აისახება როგორც ტრანსპორტირების, ისე პროდუქტებისა და მომსახურების ფასებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს მოქალაქეების ხარჯზე ბიუჯეტის შევსება და დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები საწვავზე საგადასახადო ტვირთის შესამცირებლად,“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე