ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ომის დასრულების შესახებ ირანის ახალი წინადადება აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნას ითვალისწინებს

ომის დასრულების შესახებ ირანის ახალი წინადადება აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაშინგტონისთვის გადაცემული ახალი სამშვიდობო წინადადების პირობები დაასახელა.

ქაზემ ღარიბაბადის ცნობით, ირანის წინადადება აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას, გაყინული აქტივების განბლოკვას, საზღვაო ბლოკადის დასრულებას, ომის ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში დასრულებას, ირანის ახლოს განლაგებული აშშ-ის ძალების გაყვანას და ომით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას მოიცავს.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ განახლებული წინადადება პაკისტანის მეშვეობით გადასცა, თუმცა თეთრ სახლში თვლიან, რომ წინადადება არადამაკმაყოფილებელია და ომის განახლების რისკს ქმნის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს