ვატო სურგულაძე - „ოცნება“ ტყუის, როცა აცხადებს, რომ დიუშენით დაავადებული ადამიანების სამკურნალო აღიარებული მედიკამენტი არ არსებობს - მოვითხოვთ, შემოიტანოთ პრეპარატი, მით უფრო, რომ ის თქვენი მხრიდან აღიარებულია ჯერ კიდევ ორი წლის წინ

„ოცნება” ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ ამ დაავადების სამკურნალო რეგისტრირებული და აღიარებული მედიკამენტი არ არსებობს - არც საქართველოში და არც მსოფლიოში. ეს არის ამორალური სიცრუე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეუბნება ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს. ჩვენ მოვითხოვთ, შემოიტანოთ აღნიშნული მედიკამენტი, რომელიც უკვე გამოიყენება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს სხვადასხვა ქვეყანაში. მით უფრო, რომ ეს პრეპარატი თქვენი მხრიდან აღიარებულია ჯერ კიდევ ორი წლის წინ.

„ოცნება” ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ დიუშენის სინდრომის სამკურნალო რეგისტრირებული და აღიარებული მედიკამენტი არ არსებობს - არც საქართველოში და არც მსოფლიოში,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ვატო სურგულაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ საქართველოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც პრეპარატი Exondys 51 აღიარებულია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ, შესაბამისად, „ლელო-ძლიერი საქართველო“ მოითხოვს აღნიშნული პრეპარატის საქართველოში შემოტანას.

„ოცნება“ ტყუის და სიმართლეს მალავს დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების შესახებ. გვსურს წარმოგიდგინოთ დოკუმენტი, რომელიც დათარიღებულია 2024 წლის 19 ნოემბრით, სადაც მკაფიოდ წერია, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც პრეპარატი Exondys 51 აღიარებულია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ. აღნიშნული პრეპარატი ოფიციალურად არის რეგისტრირებული და აღიარებული საქართველოში. „ოცნება” ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ ამ დაავადების სამკურნალო რეგისტრირებული და აღიარებული მედიკამენტი არ არსებობს - არც საქართველოში და არც მსოფლიოში. ეს არის ამორალური სიცრუე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეუბნება ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს. ჩვენ მოვითხოვთ, შემოიტანოთ აღნიშნული მედიკამენტი, რომელიც უკვე გამოიყენება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს სხვადასხვა ქვეყანაში. მით უფრო, რომ ეს პრეპარატი თქვენი მხრიდან აღიარებულია ჯერ კიდევ ორი წლის წინ. „ლელო - ძლიერი საქართველო“ მოითხოვს ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას. ეს არის არჩევანი - ბიუროკრატიისა და გულგრილობის გაგრძელებასა და ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას შორის. ამ არჩევანში შეცდომის ფასი ძალიან მაღალია. სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს დრო ტყუილისთვის - ახლა საჭიროა ქმედება”, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ