კახა კალაძე ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან ოფიციალური კავშირების გაწყვეტის გეგმაზე - ეგ მათი უფლებაა, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ

ეგ მათი უფლებაა, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა Saarbruecken Zeitung-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ 51-წლიანი საქალაქო პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „აქამდე მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია“.

„ეგ მათი უფლებაა, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. მე 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ერთხელ იყო ჩამოსული დელეგაცია „თბილისობაზე“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 51-წლიანი საქალაქო პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს, - ინფორმაციას Saarbruecken Zeitung-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქის მერის, უვე კონრადტის ოფისის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის წინადადებას დღეს ზაარბრიუკენის საქალაქო საბჭოზე გაიტანენ. მერი დაძმობილებულ ქალაქ თბილისთან ყველა კონტაქტის შემდგომ შეტყობინებამდე შეჩერების რეკომენდაციას იძლევა. გამოცემა წერს, რომ ამ რადიკალურ ნაბიჯს მყარი მიზეზები აქვს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს