კახა კალაძე - აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა როდესაც შენ ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, ეს უბრალოდ მავნებლობაა

აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა როდესაც შენ ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, ეს უბრალოდ მავნებლობაა - ასე უპასუხა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, „ოპოზიციურ ალიანსთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, ეს არის დღე, როდესაც სრულიად საქართველო ერთიანი უნდა იყოს.

„აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა როდესაც შენ ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, ეს უბრალოდ მავნებლობაა. ეს არის დღე, როდესაც სრულიად საქართველო ერთიანი უნდა იყოს. იმაზე ძვირფასი, მაგარი რა უნდა იყოს, როდესაც ზეიმობ შენი, საკუთარი სამშობლოს, შენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. ამ დღეს აანონსებენ პოლიტიკურ აქციას და რაღაც სიურპრიზებს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქციის ჩატარება, თუმცა ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში, ყოველგვარი გადაცდომის გარეშე. თუკი რაიმე გადაცდომა იქნება, ყველას გაეცემა პასუხი“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ოპოზიციური ალიანსი“ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აქციას აანონსებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე