კახა კალაძე - სიძულვილის ენა შეიძლება მეც გამომიყენებია, თუმცა ბევრ შემთხვევაში თავდაცვის რეჟიმში ვყოფილვარ, რადგან ბევრჯერ იყო შეურაცხყოფა, ცილისწამება, ტყუილზე დაფუძნებული სიუჟეტები - ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ!

სიძულვილის ენასთან დაკავშირებით სპეციალური სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია - ეს [სიძულვილის ენა] შეიძლება მეც გამომიყენებია, თუმცა ბევრ შემთხვევაში თავდაცვის რეჟიმში ვყოფილვარ, რადგან ბევრჯერ ყოფილა შეურაცხყოფა, ცილისწამება, ტყუილზე დაფუძნებული სიუჟეტები - ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ! არა აქვს მნიშვნელობა ეს მე ვიქნები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, ოპოზიციის წარმომადგენელი თუ უბრალო რიგითი მოქალაქე, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

კალაძის თქმით, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე რეაგირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ყველასთვის თანაბარი იქნება.

„ხედავთ, რა პროცესები მიდის ბოლო წლების განმავლობაში - ღია სივრცეში მიზანმიმართული შეურაცხყოფები. ერთია კრიტიკა და კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია. დემოკრატიული პროცესის ნაწილია ის, რომ გააკრიტიკო ადამიანი და გამოთქვა მოსაზრება, მაგრამ შეურაცხყო... არ ვიცი, ღია სივრცეში პირდაპირ გინებაზე გადადიან, რაც კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ესეც გარე დავალებებით ხდება და იმ ნარატივის ნაწილია... აკერმანის წიგნზე ჩვენ ძალიან ბევრი გვისაუბრია, თუ როგორ უნდა გააღრმაო პოლარიზაცია. ყველაფერს ამ წიგნის მეშვეობით აკეთებდნენ, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოეწყოთ, ყოფილიყო სახელმწიფო გადატრიალება, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა, პოლარიზაციის გაღრმავება.

შეიძლება სხვადასხვა შეხედულებები და კონკრეტულ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ ყველაფერი საზოგადოებას ცივილურად უნდა მივაწოდოთ. ყველამ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ