თენგიზ შარმანაშვილი შსს-ში სამმართველოს შექმნაზე - სპეკულაციაა, რომ ეს ინიციატივა არის ცენზურა - ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო, რადგან სიძულვილის ენა ძალადობისკენ არის მიმართული, რაც ფატალურ შედეგებამდეც მიდის ხოლმე

სპეკულაციაა, რომ ეს ინიციატივა არის ცენზურა - ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო, რადგან სიძულვილის ენა ძალადობისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სიძულვილის ენა ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება მათ შორის, აშშ-სა და ევროპაში და „როდესაც ამას საზღვარი არა აქვს, ეს ძალადობას და საზოგადოების საბოლოო გახლეჩას ახალისებს”.

„სპეკულაციაა, რომ ეს ინიციატივა არის ცენზურა, რადგან ამ ხალხს არ გამოუხატავს მსგავსი რეაქცია იმაზე, რომ ბრიტანეთში Facebook პოსტების გამო 2000-ზე მეტი კაცი დაიბარეს პოლიციაში და გერმანიაში დაპატიმრებებიც კი ხდება ამავე მიზეზით. ხომ არ უთქვამთ, რომ გერმანიაში ან ბრიტანეთში ცენზურაა? არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ. საქართველომ განაცხადა, რომ ჩვენი სტანდარტი გაცილებით უფრო მაღალი იქნება და ეს დამკვიდრდება სასამართლო პრაქტიკით. ნებისმიერი კანონის დამკვიდრება ხდება სასამართლო პრაქტიკით - წინასწარ ვერავინ ვერ გათვლის, ამა თუ იმ კანონს რა პრაქტიკა ექნება. ჩვენი სასამართლო პრაქტიკა გადაზღვეულიც არის. ჩვენ ვართ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისდიქციაში და თუ რომელიმე ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაითვლება მიუღებლად, სტრასბურგს შეუძლია გადახედოს ამას და თვითონ დაამკვიდროს სასამართლო პრაქტიკა ამ მიმართულებით.

ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო, რადგან სიძულვილის ენა ძალადობისკენ მიმართულია. ფატალურ შედეგებამდეც კი მიდის ხოლმე, გახმაურებული მკვლელობები ასეთ ნიადაგზე, გახსოვთ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროპაშიც. და როდესაც ამას საზღვარი არა აქვს, ეს ძალადობას და საზოგადოების საბოლოო გახლეჩას ახალისებს”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და ამავდროულად მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე