უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები უზენაეს სასამართლოში ჩხრეკას ატარებენ

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივები, სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად, უზენაეს სასამართლოში კორუფციის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საგამოძიებო მოქმედებები ტარდება უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ავტომობილებში. კერძოდ, ეს ეხება უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, რომლის საქმესაც უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო განიხილავს. დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება“, - აცხადებენ უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში.

უკრაინული მედია წერს, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის სახელი არ სახელდება, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია ვსევოლოდ კნიაზევზე, რომელიც ადვოკატთან ერთად 2023 წლის 15 მაისს დანაშაულის ჩადენისას დააკავეს. კნიაზევი მოგვიანებით, გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს