თაზო დათუნაშვილი - დანიაში პოლიციის ძალადობაზე წუხს ადამიანი, რომლის მოძალადე სპეცრაზმელებმა და მოთარეშე ჯგუფებმა ასობით ადამიანი აწამეს, ჟურნალისტებზე იძალადეს, დემონსტრაციები დაშალეს სხვადასხვა ტიპის ტოქსიკური საშუალებით

დანიაში პოლიციის ძალადობაზე წუხს ადამიანი, რომლის მოძალადე სპეცრაზმელებმა და მოთარეშე ჯგუფებმა ასობით ადამიანი სისტემურად აწამეს სპეციალურ სამარშრუტო ტაქსებში, ჟურნალისტებზე იძალადეს, დემონსტრაციები დაშალეს სხვადასხვა ტიპის ტოქსიკური საშუალებით და დღემდე 4 თუ 5 ადამიანის გარდა, არავინ არ არის დასჯილი ამ ფაქტების გამო - კობახიძე გატყუებთ, როგორც ყოველთვის, ცდილობს რომ თქვენი ყურადღება გადაიტანოს აბსურდზე, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძის მიერ ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელების მიმართ ღია წერილის გაგზავნა საბჭოთა პროპაგანდის კლასიკური სტილია, რომელიც მიზნად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი თემებიდან ყურადღების გადატანას ისახავს.

„დღეს ირაკლი კობახიძემ საბჭოთა პროპაგანდის კლასიკურ სტილში კოპენჰაგენში პოლიციის ძალადობა დაგმო. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის კიდევ ერთი სამაგალითო ამბავი. ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის ძალიან იაფფასიანი მცდელობა. დანიაში დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე წუხილის ფონზე საქართველოში უმძიმესი ვითარება არ იცვლება. კერძოდ, კობახიძის ინიციატივით შექმნილი ფასების კომისია კრახით მთავრდება, საქართველოში აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტზე ფასი გაიზარდა და კიდევ იზრდება. პირველი აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს 33%-ით გაუძვირდათ ელექტროენერგიის გადასახადი და გაებერათ კომუნალური გადასახადები კატასტროფულად. საქართველოში უკანასკნელ ორ თვეში სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასი გაიზარდა 50 თეთრიდან 1,24 ლარამდე და ეს ზრდა გრძელდება. ამ ყველაფრის ფონზე ირაკლი კობახიძე ერთი წუთითაც არ ფიქრობს, რომ საწვავზე აქციზი დროებით შეაჩეროს, ისევე როგორც ეს მოხდა ბევრ ქვეყანაში.

ქვეყანაში არის კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა, საქართველო არის დემოგრაფიულ კრიზისში, მარტო 2025 წლის მონაცემებით 6500-ზე მეტი გარდაცვლილი ადამიანია საქართველოში, ვიდრე ახლად დაბადებული და სხვა ქვეყნებში ემიგრაციის გამო მხოლოდ 2020-2025 წლებში 22 737 - მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა და ექნება არასრულფასოვანი საშუალო განათლება.

აქვე შეგახსენებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რიცხვს დანიასთან დაკავშირებით. კერძოდ, დანიის საშუალო ხელფასი არის 6500 ევრო, საქართველოს საშუალო ხელფასი არის - 782, დანიაში პენსია მერყეობს 2000-დან 3000 ევრომდე, საქართველოში 137 ევროა და აქვე, დანია მსოფლიოს ბედნიერების ინდექსით მესამე ადგილზეა, საქართველო კი 91-ზე. დანიაში პოლიციის ძალადობაზე წუხს ადამიანი, რომლის მოძალადე სპეცრაზმელებმა და მოთარეშე ჯგუფებმა ასობით ადამიანი სისტემურად აწამეს სპეციალურ სამარშრუტო ტაქსებში, ჟურნალისტებზე იძალადეს, დემონსტრაციები დაშალეს სხვადასხვა ტიპის ტოქსიკური საშუალებით და დღემდე 4 თუ 5 ადამიანის გარდა, არავინ არ არის დასჯილი ამ ფაქტების გამო.

კობახიძე გატყუებთ, როგორც ყოველთვის, ცდილობს, რომ თქვენი ყურადღება გადაიტანოს აბსურდზე და ამით საინფორმაციო ბადიდან გააქროს ის მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. ჩვენ მას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს: ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს.

ის წერილში ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს მიმართავს კითხვით, როგორ აფასებენ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, „როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს".

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა