განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს ექსტერნატის გამოცდის, ეროვნული გამოცდისა ან საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მიზნით, შესაძლოა, პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მიეცეთ

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს ექსტერნატის გამოცდის, ერთიანი ეროვნული გამოცდისა ან საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მიზნით, შესაძლოა პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მიეცეთ.

განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების მიერ განათლების მიღების უზრუნველსაყოფად დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობას „პენიტენციურ კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.

მოქმედი „პენიტენციური კოდექსით“, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლებით არ სარგებლობს. ამასთან, კოდექსის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება „სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით“.

როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, მსჯავრდებულები ერთიან ეროვნულ/სამაგისტრო გამოცდებზე პენიტენციური დაწესებულებიდან სწორედ „სხვა განსაკუთრებული გარემოების“ საფუძვლით გადიან. ამასთან, უმაღლესი განათლების მიღების უფლება განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულსაც აქვს, თუმცა იმის გამო, რომ ის განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით საპატიმრო დაწესებულების დროებით დატოვების უფლებით ვერ სარგებლობს, ეს პრაქტიკაში გარკვეულ სირთულეებს ქმნის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს