რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკი იზრდება

ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკი იზრდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

სერგეი რიაბკოვის განცხადებით, „ევროპული დედაქალაქები ესკალაციურ ნარატივს ავრცელებენ რუსეთთან მაღალი ინტენსივობის ომის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ“.

მისი თქმით, „ევროპაში დაჩქარებული მილიტარიზაციის პროცესი რუსეთის წინააღმდეგ ღიად არის მიმართული“.

„დაძაბულობის მსგავსი ესკალაციის შედეგად, მათ შორის ბირთვულ სფეროში პროვოკაციული ქმედებებით, სტრატეგიული რისკები და ნატო-სა და ჩვენს ქვეყანას შორის დაპირისპირების რისკი იზრდება, ყველა პოტენციური კატასტროფული შედეგით“, - განაცხადა რიაბკოვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს