ვოლოდიმირ ზელენსკი - ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ მაცნობა - ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ვისწრაფვით და მზად ვართ, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან კომუნიკაციის შესახებ მოახსენა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ანდრეი სიბიგასთან მაისისა და ივნისის ევროპული საგარეო პოლიტიკის ამოცანები განსაზღვრა.

„ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ მაცნობა. ჩვენ ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ვისწრაფვით და მზად ვართ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, მისი თქმით, ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში კლასტერების გახსნისა და უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტების საკითხიც განიხილა.

„ცალკეული ამოცანები განისაზღვრა რუსეთის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების პროცესთან და ამ პროცესში ევროპის შესაძლო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეს ამოცანები საჯარო არ არის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია