დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - კობახიძის განცხადება ყოველდღე აბსურდულია - ჩვენი გადახდილი თანხებიც არის ბიუჯეტში და აზრიანად უნდა გაიხარჯოს, ისე ნუ დაატრიალებენ ამ ამბავს, რომ მშობლები დაგვაპირისპირონ საზოგადოებას!

ეს თანხები არის ჩვენი! ჩვენი გადახდილი თანხებიც არის ბიუჯეტში და აზრიანად უნდა გაიხარჯოს - ძალიან ვთხოვ, ისე ნუ დაატრიალებენ ამ ამბავს, რომ ჩვენ, მშობლები დაგვაპირისპიროს საზოგადოებას! - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, თამარ გოგალაძემ პრემიერის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც სამკურნალო მედიკამენტზე საუბრისას აღნიშნა, რომ “ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, არის ხალხის ფული”.

მისივე თქმით, ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა პრიორიტეტული უნდა იყოს.

„კობახიძის განცხადება ყოველდღე აბსურდულია. როდესაც თანხებზე საუბრობენ, ჩვენ თანხებზეა საუბარი. რატომღაც გადაწყვიტეს დაგვაპირისპიროს საზოგადოებას, თითქოს ჩვენ მათ ფულს ვიყენებთ და ვითხოვთ. ეს თანხები არის ჩვენი! ჩვენი გადახდილი თანხებიც არის ბიუჯეტში და უნდა გაიხარჯოს აზრიანად, პრიორიტეტული უნდა იყოს ბავშვების გადასარჩენად გამოიყენონ. ძალიან ვთხოვ, ისე ნუ დაატრიალებენ ამ ამბავს რომ ჩვენ, მშობლები დაგვაპირისპიროს საზოგადოებას. სიტყვები არ მყოფნის რა შეფასება გავაკეთო მის კომენტარზე. გასულ წელს, 600 მილიონი აუთვისებელი დარჩათ, ვერ გადაწყვიტეს, რაში უნდა დახარჯულიყო”,- აღნიშნა მშობელმა.

ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე საუბრისას აღნიშნა: “ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი, პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული. ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ”.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა თანხის გაცემა, თუმცა ბიუჯეტის ფულით ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას არ უნდა შეეწყოს ხელი.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ