ლატვიის პრემიერი - რუსეთი კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიას იწყებს და ავრცელებს ტყუილს, თითქოს უკრაინა ლატვიის ტერიტორიის რუსეთზე თავდასხმების ბაზად გამოყენებას გეგმავს

რუსეთი ლატვიის წინააღმდეგ კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიას იწყებს და ავრცელებს ტყუილს, თითქოს უკრაინა ლატვიის რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების ბაზად გამოყენებას გეგმავს, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განმარტებით, ლატვიას არასდროს მიუცია უკრაინისთვის ნებართვა, მისი ტერიტორია დარტყმებისთვის გამოეყენებინა.

„ლატვიას არასდროს მიუცია უკრაინისთვის ნებართვა, მისი ტერიტორია ან საჰაერო სივრცე რუსეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმებისთვის გამოეყენებინა. ჩვენ ეს არაერთხელ ავხსენით საერთაშორისო ასპარეზზე“, - წერს ლატვიის პრემიერი.

ამასთან, ევიკა სილინა ხაზს უსვამს, რომ რუსეთი აგრესორია და უკრაინას ყველა უფლება აქვს, თავი დაიცვას.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ კიევი ლატვიის ტერიტორიიდან რუსეთის რეგიონებზე „ახალი ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად ემზადება“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს