მედია - ესტონეთში, სავარაუდოდ, უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

ესტონეთში, სავარაუდოდ, უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას გამოცემა Delfi ესტონეთის თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰანო პევკურის ცნობით, დრონი, რომელიც ესტონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, ავიაგამანადგურებლებმა ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირებისას ვირტსიარვის ტბის თავზე ჩამოაგდეს.

მანამდე დრონის საფრთხის გამო ესტონეთში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დრონი ჩვენ თავად ჩამოვაგდეთ“, - აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, დრონი უკრაინული იყო, რომელიც რუსული სამიზნე ობიექტებისკენ იყო მიმართული და კონტროლი დაკარგა.

დრონის საფრთხის შესახებ გამოაცხადა ლატვიამაც, სადაც ერთი დრონი პრეილის მხარეში დააფიქსირეს.

მოგვიანებით, ლატვიის კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა არვის ჟილემ განაცხადა, რომ დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში აღარ იმყოფება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე